რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი ჩიკაგოში მდებარე უკრაინულ ეკლესიას ესტუმრნენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ქალაქ ჩიკაგოში მდებარე უკრაინულ ეკლესიას ესტუმრნენ. პრეზიდენტებმა წმინდა ვოლოდიმირისა და ოლგას სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ყვავილები მიიტანეს, ვიზიტის ამსახველი ვიდეოები კი თავიანთ სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

"მთელი აშშ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის და ჩაგვრის წინააღმდეგ". - წერს კლინტონი ტვიტერის გვერდზე.

"აშშ სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და საკუთარი მომავლისთვის". - წერია ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის ტვიტერზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები