რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი შოლცს: უკრაინა არარეალისტური წინადადებებით მოლაპარაკებების გაწელვას ცდილობს

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის დეტალებზე ინფორმაციას კრემლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერთან საუბრისას პუტინმა უკრაინას დონბასის რეგიონში ქალაქების დამბოვბა დააბრალა, რასაც პუტინის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა.

ასევე, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძალით ცდილობს ახალი, არარეალისტური წინადადებებით მოლაპარაკებების პროცესი გაწელოს. რუსეთის მხარე კი კვლავ მზადაა, გააგრძელოს გადაწყვეტილების ძიება, მისი ღიად ცნობილი და პრინციპული მიდგომების შესაბამისად.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები