კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 872 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.76%-ია

COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 331 ტესტი და დადასტურდა 872 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 913 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.19%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.61%.

ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან თბილისში 414 გამოვლინდა, აჭარაში - 27, იმერეთში – 107, ქვემო ქართლში – 33, შიდა ქართლში – 42, გურიაში – 60, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 84, კახეთში – 61, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 28 970, საიდანაც 920 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 28 050 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 249 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 640 550 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 594 924 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 630.


კომენტარები