რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსმა არესტოვიჩის წინააღმდეგ "ტერორიზმისკენ მოწოდების" ბრალდებით საქმე აღძრა

ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ "ტერორიზმის მოწოდების" ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს - რაც გულისხმობს სანქციების ან სხვა ქმედებების მოწოდებას "ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზნით"

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, საქმის დაწყების მიზეზი არესტოვიჩის მიერ ინტერნეტში ვიდეოს განთავსება გახდა, რომელშიც "საჯარო მოწოდებებია ტერორისტული აქტებისა და დივერსიის შესახებ", კერძოდ "ბელორუსის რკინიგზის ობიექტებზე".

აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოსაძიებლად საგამოძიებო კომიტეტს გადაეგზავნა.

ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა სარკინიგზო ომი გამოუცხადონ მტერს და დააზიანონ  რკინიგზის ხაზები. მისი თქმით, ეფექტური იქნება, ყველაზე ეფექტური "რელსების ომი", თუმცა ამბობს, რომ ოკუპანტები რკინიგზას იცავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები