კანიე უესტი

INSTAGRAM-მა კანიე უესტი რასისტული პოსტის გამო 24 საათით დაბლოკა

Denver Post

სოციალურმა ქსელმა Instagram ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი კანიე უესტი, იგივე იე, რასისტული პოსტის გამო 24 საათით დაბლოკა.

"უესტმა დაარღვია პლატფორმის წესები, რომლებიც სიძულვილის ენას, ბულინგსა და ძალადობისკენ მოწოდებას კრძალავს. ის 24 საათის განმავლობაში ვერაფერს დაპოსტავს. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას უფრო მკაცრი ზომები მიიღოს". ¬ წერია Meta-ს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Instagram-ის მფლობელი კომპანიაა.

რასისტული შინაარსის პოსტი, სამხრეთაფრიკელ კომიკოსსა და ტელეწამყვანს ტრევორ ნოას ეხებოდა. პოსტის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე ტროამ უესტი გააკრიტიკა:

"შეილება არ გეცოდებოდეთ კიმ კარდაშიანი, იმის გამო, რომ ის მდიდარი და ცნობილია, მაგრამ რასაც ის უმკვლავდება, საშინელებაა, რომელთან გამკვლავება ძალიან ბევრ ქალს უწევს".

ნოამ იგულისხმა უესტის ნეგატიური და ტოქსიკური გამონათქვამები. ბოლო პერიოდში რეპერი ინტერვიუებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებში ყოფილ ცოლსა და მის ახალ მეგობარ კაცს, პიტ დევიდსონს ღიად აკრიტიკებს. 

კომიკოსის კრიტიკას უესტმა Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა, რომელშიც რამდენჯერმა სიტყვა Coon გამოიყენა, რომელიც ინგლისურენოვან ჟარგონში შავკანიანის შეურაცხმყოფელი სინონიმია.

კომენტარები