ზელენსკი დღეს, როგორც ყოველთვის, ძლევამოსილი იყო. ჩვენ ვიცით, ვინ არის ზელენსკი, ჩვენ ვიცით, ვინ არიან უკრაინელები - მშვიდობისთვის მებრძოლები. ჩვენ ვიცით, ვინ არის პუტინი - ის ბომბავს ქალებსა და ბავშვებს. დღევანდელი დილის მიმართვის მთავარი კითხვა იყო - ვინ ვიქნებით ჩვენ? ჩვენ სუპერძალა ვართ და ზელენსკიმ გამოგვიწვია, რომ შესაბამისად მოვიქცეთ. ზელენსკის მეტი სჭირდება, რაც ისვრის - უნდა გავუგზავნოთ - მეტი S-300-ები, მეტი ჯაველინები, მეტი დრონები, მეტი სტინგერები, მეტი ყველაფერი.
ეს ადმინისტრაცია მუდმივად იძლევა დამუშავებულ პასუხებს. ადმინისტრაცია საკითხზე საუბრობს, თითქოს ეს ნერდი იურისტების დისკუსიაა და არა მორალური ბრძოლა ცუდ და კარგ ბიჭებს შორის. ჩვენ გვჭირდება, რომ კარგმა ბიჭებმა გაიმარჯვონ. ვიდეო, რომელიც დღეს დილით აჩვენეს [ომის კადრები] ყველა მშობელმა უნდა ნახოს და ყველა მშობელმა ჩადოს ძალისხმევა იმაში, რომ საკუთარ შვილს აჩვენოს ეს საშინელი კადრები. ეს არის ვლადიმირ პუტინი და ის არ გაჩერდება, სანამ არ გააჩერებენ. უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის, არამედ თავისუფლებისთვის. მას მეტი სჭირდება და მეტი უნდა მივცეთ. ახლა ადმინისტრაცია დროს ხარჯავს ნელა ლაპარაკში, ამბობს - "შეიძლება, ჩვენ დავეხმაროთ უკრაინელებს, ოდნავ უფრო ნელა წააგონ, შეიძლება, უფრო დიდი დრო გავიდეს, სანამ ისინი წააგებენ". ადმინისტრაცია უნდა გვეუბნებოდეს, რა არის მათი გეგმა, რომ უკრაინელებმა მოიგონ. რაც ისვრის - უნდა მივაწოდოთ.





