რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი მოსკოვის პატრიარქს: ეკლესია უნდა იყენებდეს იესოს ენას, არა პოლიტიკის

პაპი ფრანცისკე/პატრიარქი კირილი

პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე ომზე რუსეთის პატრიარქ კირილს ვიდეოზარით ესაუბრა და უთხრა, რომ "ეკლესია არა პოლიტიკის, არამედ იესოს ენას უნდა იყენებდეს". 

"ჩვენ ვართ იმ წმიდა ხალხის მწყემსები, რომლებსაც სწამთ ღმერთის, წმინდა სამების, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - ამიტომ, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მცდელობები მშვიდობის დასახმარებლად, დაზარალებულთა დასახმარებლად. ეძიეთ მშვიდობის გზები და შეაჩერეთ ცეცხლი". - უთხრა მან პატრიარქს კირილს.

პაპ ფრანცისკეს თქმით, "ის, ვინც იხდის ომის ფასს, არის ხალხი. რუსი ჯარისკაცები და უბრალო ხალხი, რომელიც იბომბება და კვდება".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები