რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: საქართველოს მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი, არა მხოლოდ სიტყვებით, საქმითაც

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ სრულიად სხვა უსაფრთხოების რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს უკრაინელებზე, ეს მათთვის გამანადგურებელია. მაგრამ პუტინის ზეწოლა არის ქვეყნებზე ჩვენს სამეზობლოში, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები, არ არიან ევროკავშირის წევრები. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო შეხვედრას, ყველა ჩვენგანი გულდასმით უსმენდა მის მოსაზრებას და მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ეს არის ქვეყანა, რომელსაც უკვე ნანახი აქვს რუსეთის აგრესიის შედეგები 2008-ში და სხვა ფორმები რუსეთის მიერ, რათა ჩართულიყო საქართველოს შიდა საქმეებში. 

მესიჯი და გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ იმისგან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა არიან რისკის ქვეშ. მხარი უნდა დავუჭიროთ ახლა და არა სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ჩვენ ახლა ვხედვათ ღირებულებას იმ მხარდაჭერის, რომელიც უკრაინისადმი ინტერვენციამზე გვქონდა. ჩვენ ახლა ვხედავთ იმ მხარდაჭერის ღირებულებას, რომელიც უკრაინისადმი გვქონდა შეჭრამდე, თუმცა იმის მნიშვნელობასაც, თუ რა შეგვეძლო კიდევ გაგვეკეთებინა. საქართველოსთვის მესიჯია - ჩვენ  საქართველოს მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი. უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც.

ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. 

კომენტარები