ნატო-საქართველო

ბურჭულაძე: საქართველოს თემა NATO-ში ასეთი აქტუალური აქამდე არ ყოფილა

საქართველოს თემა ნატოში ასეთი აქტუალური აქამდე არ ყოფილა. ნატოს მინისტერიალზე ყველა გამომსვლელმა უკრაინასთან ერთად ცალსახად აღნიშნა საქართველოს გამოწვევები, მისი მიზნები და ამ მიზნების მიღწევაში დახმარების აღმოჩენის სურვილი. ყველაზე აქტუალური საკითხი იყო მიმდინარე ომის ესკალაცია. სანქციებითა და სხვა მექნიზმებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მიზანი იქნება მიღწეული. ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას, პრემიერმინისტრსა და ჩვენს გუნდს ახლა აქვს სწორი პოლიტიკა, ეს კითხვებს არ აჩენს არცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის. ჩვენ იმ მიზანს მივაღწევთ, რაც გვაქვს. ეს არის საბოლოოდ, საქართველოს ცივილური სამყაროს ნაწილად ქცევა.

თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები