რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: ნეიტრალიტეტი იქნება მხოლოდ ჩვენი მოდელით და მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებით

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი შესაძლოა იყოს მხოლოდ სხვა მოდელებისგან განსხვავებული ვარიანტი და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების უტყუარი გარანტიების აუცილებლობას. 

"რა თქმა უნდა, გვესმის ჩვენი პარტნიორების მცდელობა, მოლაპარაკებების პროცესში ინიციატორ მხარედ დარჩეს. აქედან მოდის ნეიტრალიტეტის შვედური ან ავსტრიული მოდელის ხსენება. მაგრამ ახლა უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ომის მდგომარეობაშია. ამიტომ, მოდელი შესაძლოა იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. არანაირი სხვა მოდელი ან ვარიანტი". – ამბობს პოდოლიაკი.

აქამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარემ და უკრაინასთან მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ თქვა, რომ უკრაინა სთავაზობდათ ნეიტრალიტეტის შვედურ-ავსტრიულ მოდელს, საკუთარი ჯარით.

პოდოლიაკმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას პირველ რიგში სჭირდება უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები. 

"[გვჭირდება] მოქმედი [გარანტიები], არა პროტოკოლური ან ბუდაპეშტის [მემორანდუმის]. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელმომწერი მხარეები გვერდზე არ გადგებიან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ისე, როგორც დღეს. არამედ კონფლიქტში უკრაინის ხმარეს აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და ოფიციალურად უზრუნველყოფენ ჩვენთვის აუცილებელი იარაღის მოწოდების უზრუნველყოფას". – აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა დაამატა, რომ უკრაინას სჭირდება ცის ჩკეტვის მკაცრი გარანტიები.

"და მეორეც, უკრაინას არ სურს კიდევ იყოს დამოკიდებული ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ნებას იძლევა ან არ იძლევა ფრთოსანი რაკეტებისთვის ცის ჩაკეტვაზე. გვჭირდება პირდაპირი და მკაცრი გარანტიები, რომ ცა ჩაკეტილი იქნება". – თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები