რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UNICEF: ყოველ წამში, უკრაინაში ერთი ბავშვი ხდება ლტოლვილი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ამ ლტოლვილებიდან დაახლოებით 1.5 მილიონი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყოველ წამში ერთი უკრაინელი ბავშვი ხდება ლტოლვილი.

"ყოველდღე, გასული 20 დღის განმავლობაში, უკრაინაში 70 000-ზე მეტი ბავშვი გახდა ლტოლვილი. რაც იმას ნიშნავს, რომ წუთში ერთხელ 55 ბავშვი ტოვებს საკუთარ სამშობლოს. ამ მონაცემებით, ყოველ წამში ერთი უკრაინელი ბავშვი გადის თავისი ქვეყნიდან". - განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს ელდერმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები