მე საქართველოს პოზიციას მასე არ დავახასიათებდი. პირველ რიგში, საქართველო ბევრი საერთაშორისო სანქციის მონაწილეა, მათ შორის, ყველა ფინანსური სანქციის, რომელიც, ისევე, როგორც სხვა ყველას, ქართულ ბანკებსაც ეხება. ჩვენი მთავარი სანქციები ადგილზეა. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენ არ გვაქვს ფრენები რუსეთში. სწორედ ეს არის საქართველოს სიტუაცია.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზურაბიშვილი: საქართველო ყველა ფინანსური სანქციის მონაწილეა, ეს ქართულ ბანკებზეც ვრცელდება
tbl.ge/5wvq
დაკოპირდა

ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ უერთდება საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სანქციებს.
ამავე თემაზე
- ტრამპი: პუტინი ზეწოლას გრძნობს, ომის დამთავრება უნდა, უკრაინასაც სურს დასრულება
- ბელგოროდის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ხალხს ომის დასრულება სურს
- უკრაინამ პირველად მიიტანა იერიში ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელზე
- რუსეთმა ხერსონში მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანები დაბომბა, 2 ადამიანი დაიღუპა
- რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმზე 500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა მიიტანა იერიში




