რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტს დროებით კრძალავს

რუსეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტზე დროებით აკრძალვას აწესებს. ამის შესახებ დადგენილებას ხელი პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. მარცვლეულზე შეზღუდვა 30 ივნისამდე მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე ვრცელდება. 

გადაწყვეტილების მიზეზად გარე შეზღუდვების პირობებში სურსათის შიდა ბაზრის დაცვა დასახელდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები