რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Pfizer-ი რუსეთში მიღებული შემოსავლით უკრაინაში ომით დაზარალებულებს დაეხმარება

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი რუსეთში ინვესტიციებს წყვეტს. რუსეთში პროდუქციის გაყიდვით მიღებულ შემოსავლით კომპანია უკრაინაში ომით დაზარალებულებს დაეხმარება.

Pfizer-ი მივიდა დასკვნამდე რომ ჩვენი წამლების რუსეთში მიწოდების ნებაყოფლობით შეჩერება იქნება პაციენტის პრიორიტეტულობის ჩვენი უპირველესი პრინციპის დარღვევა. წამლების მიწოდების შეწყვეტა, მათ შორის სიმსივნის და გულსისხლძარღვთა დაავადებების წამლების, გამოიწვევს პაციენტების ტანჯვას და ადამიანების შესაძლოს სიკვდილს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებსა და ბავშვებს შორის. თუმცა რუსეთში წამლების მიწოდების შენარჩუნება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიზნესს ჩვეულ რეჟიმში ვაწარმოებთ.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში მედიკამენტების მიწოდება გაგრძელდება, მაგრამ მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება უკრაინაში ომით დაზარალებულების დახმარებას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები