რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ოლქების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი განახლდა

UNIAN

უკრაინის განათლების მინისტრის, სერგეი შკარლეტის თქმით, 14 მარტს უკრაინის ოლქების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

"სამხედრო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტების ინფორმაციით, სწავლება 13 რეგიონში დაიწყო. საგანმანათლებლო პროცესის ფორმა დამოკიდებულია თითოეულ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე". – აღნიშნა მინისტრმა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები