ქართული ოცნება

წილოსანი: რატომ უხარია ასე ოპოზიციას კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე

"ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე რატომ უხარია ოპოზიციას ასე?". – წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი საკუთარ Facebook გვერდზე.

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების პარალელურად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ფოტო, სადაც მას პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას თვალებზე ხელები აქვს აფარებული.

"რატომ გახდა ეს ამბავი და ფოტო ყოველგვარი ამაზრზენი კომენტარების საფუძველი? ამას ჩასაფრება არ ქვია, არც მხოლოდ მანიპულაცია, არაჰუმანურობის და ბოროტების გამოვლინებაა, თან აშკარა!". – წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები