რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიაში 50-მდე უკრაინელი ლტოლვილის ავტობუსი გადაბრუნდა – დაღუპულია ერთი ქალი

Vigili del Fuoco / Reuters

იტალიაში ამობრუნდა უკრაინიდან მომავალი ავტობუსი, რომლითაც 50-მდე ლტოლვილი უკრაინელი მგზავრობდა. შემთხვევის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან მომავალი ავტობუსი ქალაქ პესკარაში მიდიოდა. მგზავრები, ძირითადად, ქალები და ბავშვები იყვნენ, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის თავდასხმის შემდეგ დატოვეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები