რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანქტ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო აქციაზე, სულ მცირე, 13 ჟურნალისტი დააკავეს

BBC

სანქტ-პეტერბურგში უკრაინის ომის საწინააღმდეგო აქციაზე სულ მცირე 13 ჟურნალისტი და აქციის 12 მონაწილე დააკავეს. ადგილზე მყოფი ჟურნალისტის, ანდრეი ოკუნის თქმით, მათთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.

მისივე თქმით, დაკავებულ რეპორტიორებს პრესის ჟილეტები ეცვათ და პრეს-ბარათებსაც ატარებდნენ.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში ომის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციამ ათასობით მოქალაქე დააკავა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები