რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერაშენკო: მატყობინებენ, რომ კადიროვი უკრაინაშია და სარდაფში იმალება

ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, შესაძლოა, უკრაინაში იმყოფება. ამის შესახებ მან TELEGRAM-ზე დაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კადიროვი ჩეჩენი ბანდიტებისგან ინფორმაციას იღებს და მითითებებს აძლევს. 

"კოლეგები ვერტიკალიდან (რუსეთის ხელისუფლებაში) ამბობენ, რომ რამზან დონ დონ კადიროვი კიევის რეგიონში ჩავიდა. ის იმყოფება ივანკოვოს მახლობლად, სადაც ჩვენს სპეცრაზმს სარდაფებში ემალება და მალე აპირებს რუსეთში დაბრუნებას". - წერს გერაშენკო.

მინისტრის მრჩეველი ჩეჩნეთის ლიდერს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სარდაფებში ვირთხასავით არ დაიმალოს.

"ტყუილად არ მოვუწოდე კადიროვს, ჩამოსულიყო უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ხომ ამაზე არ შევთანმხებულვათ. არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვის სარდაფში. ჩაჯექი ტანკში და შტურმით კიევისკენ...". - წერს გერაშენკო.

ოფიციალურ წყაროებს კადიროვის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. 

კომენტარები