საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ტერორიზმისა და სხვა დანაშაულისთვის ერთ დღეში 81 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთმა სიკვდილით 81 მამაკაცი დასაჯა, მათ შორის 7 იემენელი და 1 სირიელი იყო. ეს საუდის არაბეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მასობრივი სიკვდილით დასჯაა.

"ეს პირები, სულ 81, ნასამართლევი იყვნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობისთვის". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სიკვდილით დასჯილთა ნაწილს ბრალი ედობოდა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისადმი - ალქაიდა, ჰუსიტები და ISIS, - ერთგულების აღთქმაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ საუდის არაბეთის ადამიანის უფლებათა დარღვევას.  თავად საუდის არაბეთი უარყოფს ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ იცავს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას კანონის განხორციელებით.

კომენტარები