პრეზიდენტის მოხსენება

პარლამენტი პრეზიდენტს 14 მარტს მოუსმენს

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2022 წლის 14 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენენ.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაცია საქართველოს პრეზიდენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შეთანხმებული პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება გაიმართოს 14 მარტს, 12 საათზე. ეს არის სასესიო კვირა, თუმცა არ არის სხდომის დღე და ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიურომ და ჩანიშნოს სხდომა“, - თქვა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლა 5 მარტს სურდა. თუმცა, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა, რომ რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა. ბიუროს 4 მარტის სხდომამ კამათის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტისგან დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მოსმენას ითხოვდნენ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, პრეზიდენტის მოსმენის ფორმატი წლიურ მოხსენებას გულისხმობს და ეს მიმდინარე საკითხებზე საუბარს არ ითვალისწინებს.

კომენტარები