საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, პარლამენტი პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენს

სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენს. გადაწყვეტილება ქართული ოცნების დეპუტატებმა მიიღეს. ბიუროს სხდომამ კამათის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციონერ დეპუტატებს პრეზიდენტისგან დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მოსმენა სურდათ.

საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, პრეზიდენტის მოსმენის ფორმატი წლიურ მოხსენებას გულისხმობს და ეს მიმდინარე საკითხებზე საუბარს არ ითვალისწინებს.

"როგორც იცით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება იმართება თებერვალში, პირველივე პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, ეს წყდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად. შეთავაზება გამოითქვა, რომ შემდეგი სასესიო კვირის პლენარულ სხდომაზე მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარმოდგენა. რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის გამოსვლა არ იძლევა დებატების და დისკუსიის შესაძლებლობას. და გახლავთ მხოლოდ პრეზიდენტის მოხსენება. ამის შემდეგ კი ფრაქციის ხელმძღვანელები გამოდიან 10-10 წუთით და კითხვის დასმის საშუალება არ არის, არც დეპუტატებს აქვთ გამოსვლის საშუალება". – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პარლამენტს 2 მარტს მიმართა. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლას 5 მარტს ითხოვდა.

კომენტარები