რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ პოლონეთში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გზავნის

Patriot-ის სარაკეტო-საზენიტო სისტემა

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ პოლონეთში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორ ბატარეას გაგზავნის

აშშ-ს ევროპის სარდლობის სპიკერის თქმით, აშშ-ს მიერ პოლონეთში ანტისარაკეტო სისტემის გაგზავნა არის "თავდაცვითი გადასხმა", აშშ-სა და NATO-სთვის, რუსეთის უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოტენციური საფრთხის საპასუხოდ და მათი დანიშნულება მხოლოდ თავდაცვითია. 

Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის ნასროლი მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების უვნებელსაყოფად. 

ასევე, ამავე საჰაერო თავდაცვის კომპლექსის გაგზავნა იგეგმება სლოვაკეთშიც, გერმანიის მიერ, როგორც ეს 26 თებერვალს გახდა ცნობილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები