ლარის გაუფასურება

ვიცეპრემიერი ლარზე: ხელისუფლება კრიზისულ სიტუაციებს რამდენჯერმე გაუმკლავდა მაღალ დონეზე

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე აჩვენა კრიზისულ სიტუაციებში გამკლავების ძალიან მაღალი დონე, მათ შორის, შარშანდელ წელს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენ ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა გვქონდა, 2021 წელს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ამას არ ელოდა, ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამ შემთხვევაშიც, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, არსებობს მაღალი დონის კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდს შორის, ეროვნულ ბანკსა და ბანკებს შორის, ასევე ყველა იმ აქტორს შორის, რომელსაც შეიძლება, რაიმე გავლენა ჰქონდეს იგივე კურსთან დაკავშირებით და ძირითად ეკონომიკურ პროცესებზე.

ამიტომ მაღალი დონის კოორდინაცია, დისციპლინა, მათ შორის დისციპლინა, რომელიც უკავშირდება ფისკალურ საკითხებს, უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს, ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალ დონეზეა დღეს, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გუშინაც იყო შეხვედრა და ეს რეგულარული კოორდინაცია ძირითად მონაწილე მხარეებს შორის, მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ვმართოთ პროცესები იმგვარად, რომ პანიკა დავაცხროთ.

ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი TV იმედზე, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ პროცესებზე.

კომენტარები