ლარის გაუფასურება

ვიცეპრემიერი ლარზე: ეკონომიკურ პარტნიორებზე მძიმე სანქციები ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს

რეგიონში, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი გამოწვევა არის - რთული ვითარება, საომარი პირობები, მათ შორის არის ძალიან მძიმე სანქციები ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორებთან და ეს  ბუნებრივია, გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს ჩვენი ვალუტის მიმართაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ იმ მოლოდინების შედეგად გაუფასურებული კურსი. ეკონომიკურ გუნდში ვთანხმდებით, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯერჯერობით არის აბსოლუტურად ჯანსაღი და რეალურად, ლარის  გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს, პირიქით, უპრეცედენტო, 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და სხვა მიმართულებითაც - სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რეკორდული იყო სავალუტო ტრანსფერები - 168 მლნ დოლარი იანვრის მონაცემებით. რაც არ უნდა სავაჭრო ჩავარდნაზე ვსაუბრობდეთ დღეს, რა თქმა უნდა, ის ვერ აისახებოდა ასე მყისიერად კონკრეტულ ეკონომიკურ რიცხვებში, პარამეტრებში. ამიტომ ეს არის ძირითადად ემოციური ფაქტორები, რომელსაც სჭირდება სწორი, კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკა

ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი TV იმედზე, ლარის კურსის გაუფასურებაზე. უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, მათ შორის, რუსული ბანკები SWIFT-დან გარიცხეს და ქვეყანას დაუკეტეს საჰაერო სივრცე. გარდა ამისა, რუსეთი დატოვა არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ. საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა.

კომენტარები