რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხუნდაძე: ომის თავიდან აცილება ხელისუფლების რეპუტაციულ მსხვერპლს მოითხოვს – არ ვუფრთხით

უკრაინის პარალელურად, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც შექმნილი დაძაბული სიტუაცია თითოეული მოქალაქის ემოციაზე აისახება. განსაკუთრებით მარტივია ამ დროს ახალგაზრდების აზვირთება. სწორედ ახლა აქვთ მავანთ საუკეთესო დრო, ცხელ გულებზე მარტივია ხალხის მართვა. ხოლო თუ დრო გავიდა და გონება გაცივდა, მაშინ ხალხის შეფასებებიც და ქმედებაც ხშირად ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ.

არადა, ყველამ ვიცით, რომ დღევანდელობის ობიექტური შემფასებელი იქნება დრო. დღეს კი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და ომის თავიდან აცილება ხელისუფლების რეპუტაციულ მსხვერპლს მოითხოვს. ეს კარგად გვაქვს გააზრებული თითოეულ ჩვენგანს და ამას არც ვუფრთხით. ჩვენთვის საკუთარ რეპუტაციაზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგას. ყველა საღად მოაზროვნე ამას ხვდება. საქართველოს ომში ჩათრევა შესაძლოა მისი დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები