რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: ჩვენზე უფრო მწვავე განცხადებებს უკრაინა დასავლეთის მიმართ აკეთებს

ჩვენ არ გვსურს უკრაინის ტრაგედიის თეატრალიზება პარლამენტში. თქვენ [ოპოზიცია] სამწუხაროდ, დაკავებული ხართ სწორედ უკრაინის საკითხის თეატრალიზებით. როდესაც ომი დაიწყო, ჩემს უკრაინელ კოლეგას შევთავაზე სატელეფონო ზარი, თუმცა, განვითარებული მოვლენების გამო, ეს ზარი ვერ შედგა.

რაც შეეხება განცხადებებს, გვესმის უკრაინაში არსებული მდგომარეობა და მათ შორის, ემოციური განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ამაზე უფრო მწვავე განცხადებები ისმის მათი მხრიდან დასავლელი პარტნიორების მიმართ.

ჩვენ, ალბათ, ვართ უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთის მხრივ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ უკრაინის საკითხი, უსაფრთხოების კუთხით, პირდაპირ გადაბმულია საქართველოს უსაფრთხოებასთან და მეორეს მხრივ, ხდება ამის საპირისპირო მოქმედება და ამის გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, ესაა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები