საქართველოს პრეზიდენტი

ზურაბიშვილი: [საქართველოსგან განსხვავებით] რუსეთს არ აქვს არგუმენტი უკრაინის შემთხვევაში

მე მხოლოდ ის ვთქვი , რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ აგრესია, განსაკუთრებით, პატარა ქვეყანაზე აგრესიის შემთხვევაში, როგორიც უკრაინის შემთხვევაა, რათა მოიგოს დრო.

ეს გააკეთა ზელენსკიმ და შესაძლოა ზელენსკიმაც ისწავლა გაკვეთილები  საქართველოს ომიდან. ყოველ შემთხვევაში, ზელენსკიმ იდეალურად გაძლო რამდენადაც შესაძლებელი იყო, არ შევიდა [...] რუსეთს არ აქვს არგუმენტი ზელენსკის შემთხვევაში, მან მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზება და ევროპის ერთობა, რომელიც დღეს შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად, მისი დამსახურებაცაა – იმის რაც მან გააკეთა დიპლომატიური მობილიზაციის  თვალსაზრისით რუსული აგრესიის წინაშე.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული რადიო RFI-სთან ინტერვიუში.

კომენტარები