რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება და ლავროვი ერთმანეთს თურქეთში 10 მარტს შეხვდებიან

დმიტრო კულება

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერთმანეთს თურქეთში, 10 მარტს შეხვდებიან

შეხვედრაშის მონაწილეობას მიიღებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც. შეხვედრა ანტალიაში გაიმართება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები