რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში შეჭრის გამო NETFLIX-მა რუსეთში მაუწყებლობა შეაჩერა

Fox News

უკრაინაში შეჭრის გამო ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სტრიმინგის სერვისმა Netflix რუსეთში მაუწყებლობა შეაჩერა. 

გასულ კვირას იგივე მიზეზით კომპანიამ ყველა რუსული პროექტი შეაჩერა. ასევე უარი თქვა რუსული არხების ტრანსლაციაზე. 

"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რუსეთში ჩვენი სერვისი შევაჩეროთ". – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულ უფრო მეტი მსხვილი კომპანია უცხადებს რუსეთს ბოიკოტს. ქვეყნიდან გავიდა ისეთი მსხვილი ბრენდები, როგორებიც არის Microsoft, Dell, Nike, Apple და სხვები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები