რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უსაფრთხოება, ფინანსური მხარდაჭერა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – ზელენსკი ბაიდენს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს ესაუბრა. ინფორმაციას თავად ზელენსკი TWITTER-ზე ავრცელებს. 

"დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები".- წერს ზელენსკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები