რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

УНИАН: ოკუპანტებმა გოსტომელში 80 წლის კაცი მოკლეს, რომელმაც მათ გამოკვებაზე უარი თქვა

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

УНИАН-ის ტელეგრამის არხის ინფორმაციით, უკრაინაში, გოსტომელში ოკუპანტებმა მოკლეს 80 წლის კაცი, ნიკოლაი მამჩური რომელმაც მათ გამოკვებაზე უარი თქვა.

უკრაინული მედია ეყრდნობა უკრაინელის, იგორ ჩიჩკანის პოსტს. 

"80 წლის მოხუცი საკუთარი სახლის ზღურბლზე მოკლეს გაცნობიერებულად და დაუნდობლად, ფაქტობრივად იმიტომ, რომ ამის გაკეთება შეეძლოთ", – წერს იგორ ჩიჩკანი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები