რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საგარეო: საქართველოს მოქალაქეებისთვის ლვოვიდან პოლონეთში ავტობუსის რეისები დაინიშნა

Francis Farrell / MT

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გაყვანისთვის უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით ლვოვიდან ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა.

ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე ყოველდღე, უკრაინის დროით დილის 08:00-დან 09:00 საათამდე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე და აუცილებელია წინასწარ ჩაწერა შემდეგ ნომრებზე:

  • +380 (63) 376 77 68
  • +380 (63) 376 73 64

"უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები