რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: უკრაინის დასაცავად ქვეყანაში 66 224 მოქალაქე დაბრუნდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკს რეზნიკოვის თქმით, უკრაინის დასაცავად, ამ დროისთვის, 66 224 ადამიანი დაბრუნდა საზღვარგარეთიდან. 

"66 224. ამდენი კაცი დაბრუნდა საზღვარგარეთიდან ამ მომენტისთვის, რათა დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ეს არის დამატებით 12 მოტივირებული საბრძოლო ბრიგადა უკრაინისთვის! უკრაინელებო, ჩვენ უძლეველი ვართ!". – წერს რეზნიკოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები