რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: რუსული ჯარის ჯამურმა დანაკარგებმა 10 000 ადამიანს გადააჭარბა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინაში რუსული ჯარის ჯამურმა დანაკარგებმა 10 000 ადამიანს გადააჭარბა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი ავრცელებს.

"8 დღის შემდეგ რუსული ჯარის დანაკარგები 10 000 მოკლულს, დაჭრილს და ტყვეს აჭარბებს. დადასტურდა მინიმუმ ერთი რუსი გენერლის განადგურებაც". - წერს რეზნიკოვი.

ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა არმიამ იმაზე მეტი რუსული ტანკები და ჯავშანტექნიკა მოიპოვა, ვიდრე რუსულმა არმიამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან.

"უკრაინის არმიამ უფრო მეტი ტანკი და ჯავშანტექნიკა მოიპოვა, ვიდრე რუსულმა არმიამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან ბოლო წლებში. ჩვენმა მცველებმა რამდენიმე სარაკეტო არტილერიის რაკეტებით სავსე მანქანა მოიპოვა, რომლებსაც რუსი სამხედრო დამნაშავეები ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან. ყველა ეს ჭურვი "უბრუნდება" მტერს", - წერს რეზნიკოვი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები