ევროკავშირი-საქართველო

Reuters: ევროკავშირი წევრობაზე განაცხადს საქართველოსთან ერთად მოლდოვადანაც მიიღებს

ევროკავშირი გაერთიანების წევრობაზე განაცხადს საქართველოსთან ერთად მოლდოვადანაც მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, განაცხადისთვის საჭირო აპლიკაციების მიღება უახლოეს მომავალში მოხდება.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და დღეს, 3 მარტს ოფიციალურად წარადგენს. აქამდე ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

კომენტარები