რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი Deepfake-ის გამოყენებით ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს ვიდეოს ფაბრიკაციას - Deepfake ტექნოლოგიების გამოყენებით ზელენსკის ყალბი მიმართვის გავრცელებას. 

Deepfake არის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი სინთეზირებული კონტენტი, სადაც ადამიანის სახე შეცვლილია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელია ვიდეოში ადამიანს ათქმევინო და გააკეთებინო ის, რაც გსურს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები