რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში, ქალაქ იზიუმში დაბომბვისას 8 ადამიანი გარდაიცვალა – მინიმუმ, 2 ბავშვი

Volodymyr Matsokin/Facebook

ხარკოვში, ქალაქ იზიუმში დაბომბვისას 8 ადამიანი გარდაიცვალა - დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაციას იზიუმის მერის მოადგილე, ვლადიმირ მაცოკინი ავრცელებს

მისივე ცნობით, ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი სახლს მოხვდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპული იყო 6 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. მაცოკინის ცნობით, ჭურვი მოხვდა პოლიციის შენობასაც და ქალაქის ცენტრში "მნიშვნელოვანი ნგრევაა". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები