ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ.
საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში.





