რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბაიდენი: განსაცდელს გავდივართ, მაგრამ უკრაინელთა რკინის ნება დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო დახმარება - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინელი ხალხის ტანჯვა შევამსუბუქოთ. 

ჩვენი ჯარები არ იომებენ უკრაინაში, მაგრამ აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორის ყოველ ინჩს, ყველა საშუალებით, რაც გაგვაჩნია. 

ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ უკრაინელები იჩენენ სიმამაცეს, მაგრამ უახლოესი დღეები მათთვის რთული იქნება. პუტინმა წინაც რომ წაიწიოს, უკრაინელი ხალხი არ დათმობს თავისი 30 წლის დამოუკიდებლობას. 

ჩვენ განსაცდელს გავდივართ, მაგრამ უკრაინელი ხალხის რკინის ნება დაგვეხმარება გავუმკლავდეთ. პუტინმა კიევს ალყაც რომ დაარტყას თავისი ტანკების დახმარებით, ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის გულსა და სულსე, თავისუფლების სიყვარულზე. მას არასდროს გამოუვა თავისუფალი სამყაროს ნების გატეხვა.

თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისა და ერისადმი  ოფიციალური მიმართვისთვისას

კომენტარები