რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლ მაკკარტნი უკრაინას: გიგზავნით ჩვენ სიყვარულს და დახმარებას

Twitter

ლეგენდარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა, The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, პოლ მაკკარტნიმ უკრაინას მხარი დაუჭირა.

"ვიხსენებ როგორ ვუკრავდი ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის 2008 წელს, დამოუკიდებლობის მოედანზე, ვფიქრობ მათზე ამ რთულ დროს. გიგზავნით ჩვენ სიყვარულს და დახმარებას". – წერს სოციალურ ქსელში მაკკარტნი.

პოსტის კომენტარში მუსიკოსს მითითებული აქვს რამდენიმე საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია, რომელიც უკრაინას ეხმარება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები