რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალკალიანი: შმიგალის ტვიტი არ მგონია თავად მას ეკუთვნოდეს, მაქვს ეჭვები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გამოეხმაურა უკრაინის პრემიერმინოსტრის ტვიტს, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეეხებოდა. ზალკალიანმა ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ეჭვი მაქვს, ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგან ის ტექსტი, რომელიც ქართულადააბდაწერილი, მიჩენს ეჭვებს და მაქვს მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს. თუმცა, ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ყველა  ამ ემოციურ ფონზე შეიძლება გაკეთებულიყო ასეთი პოსტი,“ – ამბობს ზალკალიანი.

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!", - წერდა სოციალურ ქსელ Twitter-ზე უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.

"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!", - ამატებდა შმიგალი. 

აქამდე, უკრაინის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა მიერ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში წასასვლელი ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისი საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

გასულ დღეს, უკრაინამ გამოაცხადა უცხოური ლეგიონის შექმნა, რომელში გაერთიანებაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. 

კომენტარები