რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ომში გარდატეხა მოხდა, ის გახდა ევროპული – საბოლოოდ გააცნობიერეს

ძვირფასო უკრაინელებო!

96-საათიანი წინააღმდეგობა.

გამარჯვების, გამბედაობის, ერთგულების და რწმენის 4 დღე.

დროა, აღფრთოვანებული ვიყოთ თანამოქალაქეებით, რომლებიც მწყობრში დგანან. 

დროა, ტკივილის, მათთვის ვინც სიცოცხლე გასწირა. 

დროა, გავაბრაზოთ მტერი, რომელიც ჩვენს ქალებსა და ბავშვებს კლავს, ანგრევს მშვიდ ქალაქებს.
და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაისჯება! აუცილებლად დაისჯება! ეს მძიმე, გარდაუვალი იქნება
ბოლოს და ბოლოს, გუშინ ნამდვილი გარდატეხა მოხდა. ომი ევროპული გახდა. მათ საბოოლოოდ გააცნობიერეს ეს. 

უკვე ნახევარი ევროპა აწყობს და ალაგებს იარაღსა და ჯავშანს. საგრძნობლად გაიზარდა იმ სახელმწიფოების რაოდენობა, რომლებიც რეალურ დახმარებას გვიწევენ. მასშტაბები გაიზარდა.

ევროპამ დროებითი თავშესაფარი უკვე მისცა ათი ათას ადამიანს, ვისი შენარჩუნებაც ყველაზე მეტად გვინდა - ჩვენი პატარები და მათი დედები. ყოველგვარი ფორმალობების გარეშე. 

ახლა დასავლეთში ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს საზღვრები. არის მხარდაჭერა სამხრეთში, შორეულ აღმოსავლეთში და ატლანტის ოკეანის გადაღმა.

ეს ყველაფერი ჩვენი დამცველების, მთელი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, რომლებმაც უარი განუცხადეს განრისხებულ ტირანს მორჩილებაზე. ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. 

უკრაინა გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლეკსი რეზნიკოვი. 

კომენტარები