რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დმიტრი გლუხოვსკი: რუსეთი ვერაგულად დაესხა უკრაინას, ეს არის დაპყრობითი ომი

DW

სამეცნიერო-ფანტასტიკური ტრილოგია მეტროს ავტორი, რუსი მწერალი, დმიტრი გლუხოვსკი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარის შესვლას გამოეხმაურა.

"რაც ახლა უკრაინაში ხდება, ომია. რუსული მედიები იყენებენ სიტყვას "სპეცოპერაცია" და ერიდებიან სიტყვა "ომს". ეს არის ნამდვილი ომი, ტერიტორიაზე შეჭრილია ტანკები, ქვეითი ჯარი, დესანტი, ავიაცია, ორივე მხრიდან არის დიდი მსხვერპლი, ბომბები ეცემა საცხოვრებელ სახლს და იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა.

რუსეთი ვერაგულად დაესხა თავს უკრაინას, ჩვენი მთავრობა არაერთხელ დაგვპირდა, რომ უკრაინასთან ომს არ დაიწყებდა. მიუხედავად დაპირებისა, ყველა მხრიდან შეუტია, ეს იყო წინასწარ დეტალურად შემუშავებული ოპერაცია. უკრაინის საზღვართან თვეების განმავლობაში ხდებოდა ჯარის მობილიზაცია, რუსეთი ამტკიცებდა, რომ ეს იყო წრთვნები. ჟირინოვსკის წამოსცდა მოსალოდნელი ომის შესახებ, ის ჯერ კიდევ დეკემბერში დუმაში ლაპარკობდა შესაძლო თავდასხმაზე. 

ამ ომს არ აქვს არანაირი რეალური საფუძველი. უკრაინის NATO-ში მიღებას უახლოესი ათი წლის განმავლობაში არავინ აპირებდა. ჩვენი ჩარევის გამო ყველაფერი შეიცვალა და ნატოს გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. 

რაც ხდებოდა დონბასში გასული რვა წლის განმავლობაში, ტრაგედიაა, რომელიც პრორუსულმა და რუსულმა ძალებმა წამოიწყეს. მათ მიზნად დაისახეს უკრაინისთვის წაეგლიჯათ მიწა. 2014 წლამდე დონბასი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი იყო.

ასეთი ომი ევროპის ტერიტორიაზე ჰიტლერისა და სტალინის შემდეგ არავის უწარმოებია. ეს არის დაპყრობითი ომი. ვამაყობთ იმით, რომ ფაშიზმის დავამარცხეთ და დღეს ჩავიდინეთ იგივე, რაც 1941 წელს ჩაიდინა გერმანიამ. 

უკრაინის ნაციზმისგან დახსნის იდეა სრული სისულელა. ქვეყანას მართავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც ხალხის უმეტესობამ აირჩია. ზელენსკი წარმოშობით რუსი და ებრაელია, უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ "ნაცისტები" არ არიან, ისინი თავს იცავენ უცხო ქვეყნის ჯარისგან, რომელიც ვერაგულად დაესხა თავს. 

ჩვენთვის არავის უკითხავს, გვსრუს თუ არა ამ ომში ჩაბმა. ომს ჩვენი სახელით აწარმოებენ, ჩვენი ბიჭები იღუპებიან, მაგრამ ეს ომი ჩვენ არ გვჭირდება. ეს არ არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ". – წერს რუსი მწერალი.

გლუხოვსკი კულტურისა და მედიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის შესხვლა გააპროტესტა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები