რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია თავის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის გადაადგილებას კრძალავს

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის, ფოლკერ ვისინგის ცნობით, გერმანია თავის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავის გადაადგილებას კრძალავს. 

სამინისტროს პრესსპიკერმა CNN-თან საუბარში თქვა, რომ შესაბამისი შეზღუდვა ამ წუთებში მზადდება. მისივე თქმით, გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზა ასევე უარს იტყვის რუსეთის საჰაერო სივრცეში გადაადგილებაზე, რისი მიზეზიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომია. ავიაკომპანია აცხადებს, რომ ის შეწყვეტს რუსეთის ტერიტორიებზე ოპერირებას. 

დღეიდან მომდევნო 7 დღის განმავლობაში ლუფტჰანზა აჩერებს ყველა ფრენას რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით. 

"ჩვენი მგზავრებისა და დასაქმებულების უსაფრთხოება ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტია". – წერს ავიაკომპანია CNN-ისთვის წერილობით გაცემულ პასუხში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები