რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ევროვიზიის კონკურსიდან მოიხსნა

112

ევროვიზიის ორგანიზატორი ევროპული მაუწყებლობის კავშირი (EBU) 2022 წლის მუსიკალურ კონკურსზე რუსეთის წარმომადგენელს არ დაუშვებს.

"გავითვალისწინეთ ევროვიზიის ორგანიზატორების რეკომენდაცია და გადავწყვიტეთ რუსეთი მუსიკალურ კონკურსზე არ დავუშვათ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე რუსეთის დაშვება ნეგატიურად იმოქმედებს კონკურსის რეპუტაციაზე". – წერია EBU-ს განცხადებაში.

უკრაინამ ევროვიზიის ორგანიზატორებს ოფიციალური წერილით მიმართა და რუსეთის კონკურსიდან მოხსნა სთხოვა. თავდაპირველად EBU-მ პეტიცია არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ევროვიზია აპოლიტიკური ორანიზაციაა. გადაწყვეტილება გააპროტესტა ევროვიზიის შვედური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰანა სტიარნემ. 

ევროვიზიის კონკურსი 2022 წლის მაისში გაიმართება. უკრაინის სახელით შეჯიბრზე რეპ ჯგუფი Kalush Orchestra დარეგისტრირდა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები