რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერაშენკო: დღეს ყველაზე მძიმე დღე იქნება, მტრის გეგმაა, კიევში ტანკებით შემოვიდეს

ანტონ გერაშენკო
LIGA.net

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ დღევანდელი დღე ყველაზე რთული იქნება, ვინაიდან რუსეთი კიევში გეგმავს ტანკების შეყვანას. 

"დღეს ყველაზე მძიმე დღე იქნება. მტრის გეგმაა, ივანკოვისა და ჩერნიგოვის მხრიდან შემოვიდეს კიევში ტანკებით. რუსული ტანკები არაჩვეულებრივად იწვიან ჩვენი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის –სტუგნისა და კორსაროვის – მოხვედრის შემთხვევაში, ისევე, როგორც ჩვენი მოკავშირეების საჩუქრების NLAW-ისა და ჯაველინების დარტყმისას. 

კიევის მცველები ადგილზე არიან". 

ამის პარალელურად უკრაინული მედია UNIAN თავის კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საომარი ტანკებისა და ტექნიკის ნაწილი ივანკოვის ხიდიდან კიევის მიმართულებით უკვე მიემართება. 

კომენტარები