რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლეიენი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების პაკეტი მიიღო

დღეს დამტკიცებული სანქციების პაკეტი მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ერთიანია ევროკავშირი. 

პირველ რიგში, პაკეტი მოიცავს სანქციებს ფინანსური სექტორისთვის, რომელიც გამიზნულია რუსეთის საბანკო ბაზრის 70 პროცენტსა და მსხვილ სახელმწიფო კომპანიებზე, მათ შორის თავდაცვის სფეროში. 

მეორე, ჩვენ მიზანში ვიღებთ ენერგეტიკულ სექტორს - რუსეთის საკვანძო ეკონომიკურ სფეროს, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანია რუსეთისთვის. ჩვენი საექსპორტო აკრძალვა დაარტყამს ნავთობის სექტორს, რადგან რუსეთისთვის შეუძლებელი გახდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განახლება და გაუმჯობესება.

მესამე, ჩვენ ავკრძალავთ თვითმფრინავების და აღჭურვილობის მიყიდვას რუსული ავიახაზებისთვის.

მეოთხე, ჩვენ ვზღუდავთ რუსეთის წვდომას კრიტიკულ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა: ნახევარგამტარი ჩიპები და თანამედროვე პროგრამები. 

ბოლოს - ვიზები. დიპლომატებს, მათთან დაკავშირებულ პირებს და ბიზნესმენებს აღარ ექნებათ ევროკავშირში შესვლის პრივილეგირებული უფლება. 

წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტის შესახებ. 

კომენტარები