რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შსს: რუსებმა 6 ხიდი გაანადგურეს, ცეცხლი გაუხსნეს 32 სამოქალაქო დაწესებულებას

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით რუსმა სამხედროებმა უკრაინაში გაანადგურეს 6 ხიდი და ცეცხლი გაუხსნეს 32 სამოქალაქო დაწესებულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური ალიონა შევცოვა FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

"ამ დროისთვის რუსმა ჯარებმა გაანადგურეს ექვსი ხიდი და ცეცხლი გაუხსნეს 32 უკრაინულ სამოქალაქო სამიზნეს. მინდა აღვნიშნო, რომ რუსი ოკუპანტი ისვრის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტების მიმართულებით,  როგორც ამას რუსული მედია ავრცელებს, ის ესვრის როგორც საავადმყოფოებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს, რასაც მოწმობს ინტერნეტში განთავსებული მრავალი ვიდეო".- წერს შევცოვა. 

ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, რუსეთის მხრიდან საარტილერიო ცეცხლით დაბომბვის 392 შემთხვევა დაფიქსირდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები