რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში თავისუფლების ცეცხლი ბჟუტავს, მაგრამ ის კვლავ აკაშკაშდება – ჯონსონის სიტყვა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი გამოვიდა სიტყვით, რომლითაც რუს, უკრაინელ და ბრიტანელ ხალხს მიმართა.

გთავაზობთ ჯონსონის სიტყვას:

4 საათის შემდეგ მე ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა შემეთავაზებინა გაერთიანებული სამეფოს უწყვეტი მხარდაჭერა, რადგან ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები და გაფრთხილებები ახლა ტრაგიკულად ზუსტი გამოდგა. რუსეთის პრეზიდეტნმა პუტინმა ომი გააჩაღა ჩვენს ევროპულ კონტინენტზე. ის თავს დაესხმა მეგობრულ ქვეყანას, პროვოკაციისა და ხელჩასაჭიდი გამართლების გარეშე. რაკეტები და ბომბები აბსოლუტურად უდანაშაულო მოსახლეობას თავზე აწვიმს. მიმდინარეობს ფართო შეჭრა, ხმელეთიდან, ზღვიდან და ციდან. ეს არ ხდება ავადსახსენებელ ფრაზა "რაღაც შორეულ ქვეყანაში", რომელზეც ცოტა რამ ვიცით. ჩვენ გვყავს უკრაინელი მეგობრები ამ ქვეყანაში, მეზეობლები, თანამშრომლები. უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სარგებლობდა თავისუფლებით, დემოკრატიითა და საკუთარი ბედისწერის არჩევის უფლებით. ჩვენ და მსოფლიო ამ თავისუფლებას ჩაქრობის ნებას ვერ მივცემთ, ვერ და არ გავიხედებით გვერდზე. გაერთიანებული სამეფო გახდა ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის დასახმარებლად თავდაცვითი იარაღ გაგზავნა. სხვა მოკავშირეებმა ახლა იგივე გააკეთეს და მომდევნო დღეებში ჩვენ ვიღონებთ ყველაფერ მეტს, რაც შეგვიძლია. 

დღეს, ჩვენს მოკავშირეებთან შევთანხმდებით ეკონომიკური სანქციების დიდი პაკეტის შემუშავებაზე, რათა დავაკოჭლოთ რუსული ეკონომიკა. ჩვენ, ასევე, კოლექტიურად უნდა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე, რაც პუტინს დიდი ხანია ხელჩასაჭიდს აძლევდა დასავლურ პოლიტიკაზე. ჩვენი მისია ცხადია, დიპლომატიურად, პოლიტიკურად და რეალურად სამხედროდაც. ვლადიმირ პუტინის ეს საზიზღარი, ბარბაროსული წამოწყება უნდა დასრულდეს წარუმატებლობით. მივმართავ რუს ხალხს, ვისმა პრეზიდენტმაც ახლახანს გაამართლა ძალადობის მოქცევითი ტალღა, თანამოძმე სლავი ხალხის მიმართ, მშობლებს იმ რუსი ჯარისკაცებისა, რომლებიც სიცოცხლეს დაკარგავენ. არ მჯერა, რომ ეს თქვენი სახელით გაკეთდა, ან რომ განკვეთილის სტატუსი გინდათ, რომელიც პუტინის რეჟიმს მიენიჭება.

მივმართავ უკრაინელებს ამ აგონიურ მომენტში: ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენ თქვენს მხარეს ვართ. და თუ წინ მყოფი თვეები პირქუშია და თავისუფლების ცეცხლი ბჟუტავს, ვიცი, რომ ის კვლავ აკაშკაშდება უკრაინაში, რადგან, მთელი თავისი ბომბებით, ტანკებითა და რაკეტებით, არ მჯერა, რომ რუსი დიქტატორი ოდესმე დაიმორჩილებს უკრაინელების ეროვნულ გრძნობასა და მგზნებარე რწმენას, რომ მათი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს.

მივმართავ ბრიტანელ ხალხს და მათ, ვინც მოისმინა პუტინის მუქარა მათ წინააღმდეგ, ვინც უკრაინასთან დგას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ. აღშფოთებაში გვიერთდებიან მეგობრები და მოკავშირეები მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან ერთად, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენა. რადგან ეს თავხედური აგრესიის აქტი არის თავდასხმა არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ დემოკრატიასა და თავისუფლებაზე აღმოსავლეთ ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ეს კრიზისი შეეხება თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპელი ხალხის მიერ საკუთარი მომავლის არჩევის უფლებას. და ეს არის უფლება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ყოველთვის დაიცავს.

კომენტარები